Wednesday, April 5, 2017

საწრეო მუშაობა, წრის დასახელება: “პოეზია მადლია, ნიჭია....“

საწრეო მუშაობა
წრის დასახელება:“პოეზია მადლია,   ნიჭია....“
საწრეო მუშაობის მიზანია:
1.      მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ-ს მოთხოვნების მიხედვით, ფოკუსირებული სწავლება.
2.      მოსწავლეთა სემოქმედებიტი უნარების წარმოჩენა.
საწრეო მუშაობის ხანგრძლივობაა2016-2017 სასწ.წ. მე-2 სემესტრი კვირაში  1 სთ.
საწრეო მუშაობა „პოეზია მადლია ,ნიჭია...“საჭიროა მოსწავლეთათვის პოეზიის , ქართული ლექსის ბუნების გასაცნობად.ლექსის ცოდნა მხოლოდ მის დაზეპირებას როდი ნიშნავს.ლექსი,როგორც კაცობრიობის მეორე  სამეტყველო ენა . საქართველოშიყოველთვის განსაკუთრებულიპატივით   სარგებლობდა.საქართველო პოეტური კულტურის ქვეყანაა.იგი ხალხის  ფიქრისა და განცდის გამოხატვის ულამაზესი საშუალებაა,ადამიანის სულიერი ცხოვრების აუცილებელი მოთხოვნილებაა, როგორც გალაკტიონი იტყოდა:“იყო მრავალი განადგურება, ლექსთა სიკვდილი კი არასოდეს!“
ქართული ლექსის მაღალი კულტურა ,დახვეწილი ხელოვნება,როგორც ესთეტიკურიაღზრდის საუკეთესო საშუალებაა,ვფიქრობ  , სკოლის მერხიდანვე უნდა ჰქონდეს სეთვისებულიახალგაზრდებს.  ამავე დროს, ლექსის თეორიასთან ერთად,მათთვის ცნობილი უნდა იყოსმშობლიური ლექსის ისტორიაც,რომელიც ათეულ  საუკუნეს ითვლის.
საწრეო  მუშაობის  აუცილებელი  პირობაა  მოსწავლეებმა  შეისწავლონ  ლექსის   სწორად კითხვა, რიტმი,  რითმა, ლექსის სახეები,  ბგერწერა  ქართული  ლექსის  განვითარების გზა, მხატვრული კითხვა. მოიძიებენ  და  მოისმენენ  ქართველი პოეტებისა  და  მსახიობების  მიერ წაკითხულ  ლექსებს, შეისწავლიან   მათთვის   სასურველი ლექსების  მხატვრულად  კითხვა.

საწრეო მუშაობის პროგრამა

თვე და რიცხვი
სამუშაო პროგრამა
19.01,2017
საწრეო  მუშაობის მიზნის გაცნობა
26.012017
პოეტური     ხელოვნების       რაობა.      ლექსი    და    პროზა
02.02.2017
წინადადებები   შინაარსის  მიხედვით.  სხვადასხვა  ტიპის  წინადადებების  სწორად კითხვა
09.02.2017
ენის გასატეხები მათი სწორად და სწრაფად კითხვა . მუხრან მაჭავარიანი  - „მრავალჭირვარამგადანახადი“ ლექსის მხატვრული კითხვა
16.02.2017
ლექსის    რიტმი   ანა კალანდაძე- „   მოდიოდა ნინო მთებით“
23.02.2017
მახვილი   ენასა   და   ლექსსში
02.03.2017
მეტრი,       რიტმი,       ცეზურა      ვერლიბრი
16.03.2017
ლექსის სახეები.ეროვნული სალექსო ფორმები   გალაკტიონი- „ქარი ქრის“
23.03.2017
რუსთაველი, ბარათაშვილი,,ილია, აკაკი,გალაკტიონი ვაჯას სალექსო ფორმები
30.032017
სასურველი ლექსების დასწავლა და მხატვრული კითხვა
06.0402017
ოქროს ფონდიდან ქართველი მწერლების მიერ წაკითხული ლექსებისმოსმენა და კომენტარი
13.04.2017
ქართველი მსახიობების მიერ წაკითხული ლექსების მოსმენა
20.04.2017
სასურველი ლექსების მხატვრული კითხვა
27.04.2017
გალაკტიონის სალექსო ფორმა.გალაკტიონის ლექსების კითხვა
04.05.2017
ჩემი საყვარელი ლექსიმხარვრული კითხვა
11.05.2017
თანამედროვე პოეტების ლექსები
18.05.2017
პოეზია უპირველეს ყოვლისა
25.05.2017
მხატვრული კითხვა
01.06.2017
მხატვრული კითხვა
08.06.2017
პოეზიის საათი (შემაჯამებელი)